Belive

UFC 257 | პორიემ მაკგრეგორი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა (ვიდეო)

4 წლის წინ სხვა
1 წთ

აბუ-დაბიში მდებარე მებრძოლთა კუნძულზე UFC 257-ის ივენთი გაიმართა. გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორის დაპირისპირება იწვევდა - სრულიად სამართლიანად, ივენთის მთავარმა დაპირისპირებამ გულშემატკივართა მოლოდინი გაამართლა და შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი შედეგით დასრულდა. დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორს შორის გამართული რიგით მეორე დაპირისპირება, პორიეს გამარჯვებით დასრულდა. 2014 წლის სექტემბერში, UFC 178-ის ეგიდით განცდილი მარცხის შემდეგ, ამერიკელმა მებრძოლმა ბრწყინვალე რევანში აიღო და სახელოვანი ირლანდიელი მებრძოლი, რომელიც UFC-ის ერთ-ერთ საკულტო ფიგურად ითვლება ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პორიესა და მაკგრეგორის დაპირისპირება მხოლოდ 2-რაუნდს გაგრძელდა.



სხვა სტატიები