Belive

"უბრალოდ შანსი მომეცი" - ასპინალი ჯონ ჯონსს

6 თვის წინ სხვა
1 წთ

კვირას UFC-ის მორიგი საღამო გაიმართა, რომელიც ორი საჩემპიონო ბრძოლით დაგვირგვინდა. ჟირი პროჰასკას დამარცხებით ალექს პერეირამ საჩემპიონო ქამარი კიდევ ერთხელ შემოიხვია წელზე. ინგლისელმა ტომ ასპინალმა კი, სერგეი პავლოვიჩი დაამარცხა და მძიმე წონის დროებით ქამარსაც დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი პავლოვიჩთან ფავორიტი სულაც არ იყო, მაგრამ შეძლო და რუსი მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.

ახალი ჩემპიონის გამარჯვებას გამოეხმაურა ჯონ ჯონსიც, რომელმაც ტომს ბრძოლა მოუწონა.

ტომ. გილოცავ მძიმე წონის დროებით ქამარს. საოცარი შესრულება იყო. - დაწერა ჯონ ჯონსმა

ამის შესახებ ასპინალს ჟურნალისტმა პრესკონფერენციის დროს აცნობა. ინგლისელმა ლეგენდარულ მებრძოლს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და ერთი თხოვნაც გაუმჟღავნა.

ადრეც გამიგია, რომ ჯონი პოდკასტებში ჩემზე დადებითად საუბრობდა. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა შენზე კარგი გესმის. მადლობა ჯონ! უბრალოდ შანსი მომეცი. ჩემი საოცნებო ბრძოლა მინდა. სულ ახლახან ერთი ოცნება ავიხდინე. მინდა ჩემი მემკვიდრეობისთვის ვიბრძოლო. - განაცხადა ტომ ასპინალმა

აღსანიშნავია, რომ UFC 295-ზე მთავარი დაპირისპირება სტიპე მიოჩიჩისა და ჯონ ჯონსის ორთაბრძოლა უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ უკანასკნელის ტრავმის გამო, ბრძოლა ჩაიშალა. დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ამ წყვილში გამარჯვებული სწორედ ლეგენდარულ ჯონ ჯონსს შეხვდებოდა, გამარჯვებული კი ტომ ასპინალია.

სხვა სტატიები