Belive

"არა მგონია დანამ ამაზე უარი მითხრას" - ილია თოფურია

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია დიდი ხანია კრივში ასპარეზობის სურვილს გამოთქვამს. UFC-ში საკუთარი მძიმე ხელებით განთქმული "მატადორი" უძლიერესი მოკრივეების გამოწვევასაც არ თაკილობს. კანელოს შემდეგ, თოფურიამ ტერენს კროუფორდთან ჩხუბის სურვილიც გამოთქვა.

ამის ფონზე ნათლად ჩანს, რომ ილიას კარიერის გზამ კრივის რინგზეც უნდა გაიაროს. ილია თოფურიას ამ ყველაფერთან დაკავშირებით, დანა უაითის აზრი ჰკითხეს.

კრივში ბრძოლის ჩატარება მინდა და არა მგონია დანამ ოცნების ახდენაში ხელი შემიშალოს. მჯერა, ის ერთ-ერთი იქნება ვინც გვერდში დამიდგება. ის მხარს დამიჭერს, ამაში ეჭვიც არ მეპარება. - განაცხადა ილია თოფურიამ

რაც შეეხება ილიას MMA-ს კარიერას, ჯერ "მატადორი" ოპონენტის გარეშეა. ყველაზე დიდი ალბათობით, თოფურიას მომავალი მეტოქე ჯასტინ გეიჯი იქნება.

სხვა სტატიები