Belive

"თუ ვოლკი უარს იტყვის, მე მზად ვარ" - ორტეგა ილიასთან ბრძოლაზე

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ქვემსუბუქ წონაში სიტუაცია ძალიან საინტერესოდ ვითარდება. UFC 300-მდე ილია ამბობდა, რომ ვოლკანოვსკი რევანშს იმსახურებდა და ამის შანსსაც აუცილებლად მისცემდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, მაქს ჰოლოუეიმ საოცარი ნოკაუტით BMF-ის ქამარი მოიგო და ილია გამოიწვია. თოფურია რა თქმა უნდა, მის გამოწვევას არ გაექცა და ჩხუბზე დათანხმდა. მაგრამ, გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომლის სახელიც "მატადორმა" აქამდეც არაერთხელ ახსენა. ბრაიან ორტეგა მზადაა, რომ თუ "ვოლკი" არ იბრძოლებს, ილიას ის დაუპირისპირდეს.

ესპანეთში ბრძოლისთვის მზად ვარ. თითს გავატკაცუნებ და კონტრაქტს მივიღებ. ვოლკანოვსკი ამ ჩხუბს არ აიღებს, რადგან დრო სჭირდება. თუ ის უარს იტყვის, UFC-ს ჰყავს კაცი, რომელიც ბრძოლას დათანხმდება და მე მზად ვარ. მე მოსაწყენ ბრძოლებს არ ვატარებ. არ აქვს მნიშვნელობა შენ გამთიშავ თუ მე გაგთიშავ. - განაცხადა ბრაიან ორტეგამ

ბრაიან ორტეგამ ბოლო ბრძოლა დაახლოებით ერთ თვის წინ, იაირ როდრიგესის წინააღმდეგ ჩაატარა და გაიმარჯვა კიდეც. თითქოს იაირმა კარგად დაიწყო, თუმცა, როცა ბრძოლა მიწაზე გადავიდა ორტეგამ უპირატესობა მოიპოვა. T City-მ მოწინააღმდეგე მხრის სამკუთხედით დაამარცხა და 2022 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ბოლოს ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის 17 თებერვალს იბრძოლა. მისი მოწინააღმდეგე ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექს ვოლკანოვსკი იყო. "მატადორმა" ყოფილი ჩემპიონი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

სხვა სტატიები