"არ ვიცი რომანს რა დაემართა" - რობერტ უიტეკერი
6 თვის წინ
სხვა
1 წთ
ხამზატ ჩიმაევთან მიღებული ტრავმის შემდეგ, რობერტ უიტეკერი რეინერ დე რიდერს ხვდება. საკუთარ YouTube არხზე საუბრისას, უიტეკერმა აღნიშნა, რომ რომან დოლიძესთან ჩხუბის ვარიანტიც იყო.
ჩემს მენეჯერს ვუთხარი, რომ UFC-ს დალაპარაკებოდა. საერთაშორისო საბრძოლო კვირეულში ბრძოლას განვიხილავდი და შონ სტრიკლენდს ვახსენებდი. თუმცა, მითხრეს რომ შონი ახლახან დაუბრუნდა ვარჯიშს. მეუბნებოდნენ, რომ ამ ჩხუბის ჩანიშვნა შეეძლოთ, მაგრამ როდის არ იცოდნენ. დოლიძის ვარიანტი შემომთავაზეს. მზად იყო და ჩემთან ჩხუბიც უნდოდა. ვუთხარი, რომ ხელს მოვაწერდი. რამდენიმე დღის შემდეგ, 28 ივნისს აბუ დაბიში, დე რიდერთან მთავარი ბრძოლა შემომთავაზეს. ჩემი რეაქცია ასეთი იყო: "მეორეს რა დაემართა?" - განაცხადა რობერტ უიტეკერმა
შეგახსენებთ, რომ ვეტორისთან მოგების შემდეგ რომანმა უიტეკერი და ადესანია გამოიწვია.