"თუ უსმანი UFC-ში გადმოვა მაშინვე საჩემპიონო ჩხუბს მიიღებს" - ჰენრი სეხუდო
22 საათის წინ
სხვა
1 წთ
P4P პოდკასტში კამარუ უსმანმა და ჰენრი სეხუდომ უსმან ნურმაგომედოვზე ისაუბრეს. Triple C თვლის, რომ დაღესტნელი UFC-ში გადმოსვლის შემთხვევაში სატიტულო ჩხუბს მაშინვე მიიღებს.
დიახ, ტიტულზე მაშინვე იჩხუბებს. კამარუ, მე ამ ბანაკიდან ბევრს ძალიან ახლოს ვიცნობ. მსმენია, რომ უსმანის და ისლამის სპარინგები მაგარი სანხაობაა. ამ ბიჭის დონე ძალიან მაღალია. არ მინდა ვიღაცას შევადარო, მაგრამ ძალიან სახიფათოა. ეს ყველა ასპექტში გამოიხატება - დგომი, ჭიდაობა და საბმიშენები. - ამბობს ჰენრი სეხუდო
🤔Henry Cejudo says Usman Nurmagomedov will get an immediate UFC title shot
— Dovy🔌 (@DovySimuMMA) September 3, 2026
🗣️Kamaru: “If he leaves, does Usman Nurmagomedov fight for a UFC title right away?”
🗣️Henry: “Yes.”
via @pound4poundshow pic.twitter.com/kesPKmD67E
შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი PFL-ის ჩემპიონია. მან 70 კილოგრამში ქამარი უკვე 6-ჯერ დაიცვა და ყველა შესაძლო ოპონენტი დაამარცხა. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ უსმანი UFC-ში მალე გადმოვა, თან ნურმაგომედოვს PFL-თან კონტრაქტის ვადა უკვე გაუვიდა.