Belive

"თუ ქამარს დაიცავს, ეს ბრძოლა UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება" - თოფურია ო'მალიზე

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილსა და შონ ო'მალის შორის ყველაფერი 'მოგვარებულია'. უკვე ყველანი შეთანხმდნენ, რომ ეს მებრძოლები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ჯერჯერობით, თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა, "მანქანისა" და "შუგას" ჯახს აუცილებლად ვიხილავთ.

ილია თოფურია ამბობს, რომ ო'მალისთვის დვალიშვილთან ჩხუბი ძალიან რთული იქნება. მიუხედავად ამისა, ილიას თქმით, თუ ამერიკელი ქამარს დაიცავს, ქვემსუბუქი წონის ტიტულისთვის ბრძოლის შანსს აუცილებლად იმსახურებს.

ის მერაბს ხვდება და ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ მერაბი საჯდომს მიუტყიპავს. თუ დვალიშვილი ვერ შეძლებს, შონს მე ველოდები. ამის შემდეგ შონი მართლაც დაიმსახურებს სატიტულო ბრძოლას. თუ საკუთარ დივიზიონში დომინანტი გახდება, მაშინ შანსი უნდა მისცე, რომ ზედა წონით კატეგორიაში გადაინაცვლოს. მაგრამ, ამ ეტაპზე ეს არაფერს ნიშნავს. მას წონის ნომერ პირველ კანდიდატთან უწევს ბრძოლა და მერაბი აუცილებლად დაამარცხებს. - განაცხადა ილია თოფურიამ

UFC 300-ის ლეგენდარულ საღამოს ილია თოფურიაც და შონ ო'მალიც მაყურებლების რიგებში ისხდნენ. გავრცელდა კადრები, სადაც ჩემპიონები ერთმანეთს შეხვდნენ და სიტყვებიც გაცვალეს. "მატადორმა" გაგვიზიარა თუ რაზე ისაუბრა შონ ო'მალისთან.

უბრალოდ ტიტულის დაცვა მივულოცე. მან მითხრა, რომ ქამარს კიდევ დაიცავს, მე ჩემი საქმის კეთება გავაგრძელო და ჩვენ ორივე UFC-ის ისტორიას დავწერთ. თუ ქამარს დაიცავს, ეს ბრძოლა UFC-ის ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება. თუ ეს ესპანეთში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოხდება, კიდევ უფრო დიდი ბრძოლა იქნება. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია პირველი ქართველი UFC-ს ჩემპიონია. მან საჩემპიონო ბრძოლაში ლეგენდარული ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და ქამარი მოიპოვა.

მერაბისა და ო'მალის შეხვედრა სავარაუდოდ, მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს, ლას ვეგასში, Sphere-ში შედგება.

სხვა სტატიები