Belive

"ვერ ვხედავ გზას, რომლითაც ოლივეირას ილიას დამარცხება შეუძლია" - მერაბ დვალიშვილი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილმა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბზე ისაუბრა. "მანქანა" თვლის, რომ ბრაზილიელს ილიასთან შანსი არ აქვს.

ოლივეირა დიდებული და ძალიან საშიში ჩემპიონი იყო. სადაც არ უნდა წავიდეს ბრძოლა ილია ყველგან დაჩაგვარს. ვერ ვხედავ გზას, რომლითაც ოლივეირას მისი დამარცხება შეუძლია. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ ილიასა და ჩარლზის ბრძოლა 28 ივნისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს დაპირისპირება მსუბუქი წონის ქამრისთვის შედგება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მერაბი ამ ჩხუბს არენაზე დაესწრება.

სხვა სტატიები