"თუ ილია გაიმარჯვებს, ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდება და ლეგენდად იქცევა" - ბისპინგი
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
MMA-ს კომენტატორმა და UFC-ს ჩემპიონმა მაიკლ ბისპინგმა. ილია-ჩარლზის ჩხუბზე ისაუბრა. ინგლისელი თვლის, რომ "მატადორი" ამ ჩხუბში ფავორიტია. გარდა ამისა, ბისპინგმა ქართველის სავარაუდო მეტოქეზეც ისაუბრა. ის თვლის, რომ შემდეგი ილიასთვის პიმბლეტია.
ამ ბრძოლაში ილიას მხარეს ვიქნები. ძალა, რომელიც მას ხელებში აქვს, თავის საქმეს გააკეთებს. რა თქმა უნდა მას ჭიდაობაც აქვს, რომელიც ოლივეირასთან გდებების დაცვაში გამოადგება. თუ ილია გაიმარჯვებს, ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდება და ლეგენდად იქცევა.
ჩემი აზრით, თოფურიას შემდეგი ჩხუბი პადი პიმბლეტთან იქნება. თუ პადი სატიტულო ბრძოლას მიიღებს ეს დიდი მოვლენა იქნება. თუ ილია მას გამოიწვევს, რა თქმა უნდა პადი ამ შანსს გამოიყენებს. - განაცხადა მაიკლ ბისპინგმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი დათმო და მსუბუქ წონაში იასპარეზებს. ოლივეირასთან გამარჯვების შემთხვევაში, "მატადორი" მსუბუქი წონის ქამარს მიიღებს.