Belive

"ისლამი დიდი სახელია, ასე რომ სახალისო იქნება" - მაქსი მახაჩევთან ჩხუბზე

11 საათის წინ სხვა
1 წთ

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაქს ჰოლოუეის საკუთარი უნარების მახაჩევთან გატესტვა სურს. მოგეხსენებათ, ჰავაელს წარსულში ხაბიბთან ბრძოლა ჰქონდა ჩანიშნული, მაგრამ ეს არ მოხდა და ახლა თავის თანაგუნდელთან შერკინება სურს.

მათ მკითხეს ვისთან მინდოდა ჩემი თავის და უნარების გატესტვა. ხაბიბთან ბრძოლის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვი. ისლამი დიდი სახელია, ასე რომ სახალისო იქნება. - ამბობს მაქს ჰოლოუეი

შეგახსენებთ, რომ ჰოლოუეის ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა აქვს ჩანიშნული. ეს ჩხუბი BMF-ის ქამრისთვის იქნება. დაპირისპირება 8 მარტს გამთენიისას შედგება.

სხვა სტატიები