Belive

"თუ ჩარლზი ილიას მიწაზე გადაიწყანს მარტივად დააფინიშებს" - ისლამ მახაჩევი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

MMA Junkie-სთან ინტერვიუში ისლამ მახაჩევს ილიას და ჩარლზის ბრძოლაზე ჰკითხეს. დაღესტნელის აზრით, ამ ჩხუბზე პროგნოზის გაკეთება რთულია. მისი თქმით, გაიმარჯვებს ის, ვინც გეგმას უკეთ გაჰყვება.

რთული სათქმელია. ის გაიმარჯვებს, რომელიც საკუთარ გეგმას უკეთ გაჰყვება. თუ ჩარლზი ილიას მიწაზე გადაიწვანს მარტივად დააფინიშებს. თუ თოფურია ოლივეირას დგომში გამოიჭერს აუცილებლად დაანოკაუტებს. თუ ჩარლზს პატარა შანსს მაინც მისცემ ის გამოიყენებს. ამიტომ არის ის ყოველთვის საშიში. ჩემი აზრით, შანსები 50/50-ზე არის. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა

შეგახსენებთ, რომ ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება. ილიასა და ჩარლზის დაპირისპირება 29 ივნისს, გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები