Belive

"შენ ცოცხალი ლეგენდა ხარ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილს მიმართავს

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა საკუთარი ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა. მერაბმა კორი სენდჰეგენი უპრობლემოდ დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

აღნიშნულ გამარჯვებას UFC-ის კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია გამოეხმაურა და მერაბის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

ძმაო, ჩვენ იმ წერტილს მივაღწიეთ, სადაც შენი გამარჯვებები ნორმალურად გვეჩვენება... მაგრამ ყველამ ვიცით, რამდენად რთულია იქამდე მისვლა. ამაყად ვამბობ, რომ შენ ცოცხალი ლეგენდა ხარ, შენ ხარ მაგალითი შრომისმოყვარეობის და თავგანწირვის. მებრძოლის გარდა, შენ საოცარი ადამიანი ხარ უდიდესი გულით. გვიყვარხარ, მხარს გიჭერთ და ყოველ ნაბიჯზე შენთან ვართ. - ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ მერაბმა ჩემპიონის ტიტული მესამედ დაიცვა. მას შემდეგ, რაც დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა, კუთვნილი სტატუსი მესამედ შეინარჩუნა. პირველი უმარ ნურმაგომედოვი, მეორე ო'მალი და მესამე სენდჰეგენი.

სხვა სტატიები