Belive

ცვლილებები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში - მაისურაძე თბილისის გრანდ სლემზე იასპარეზებს

6 საათის წინ სხვა
2 წთ

20-22 მარტს, თბილისი ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს - თბილისის გრანდ სლემს უმასპინძლებს, სადაც ამ წუთის მონაცემებით, 5 კონტინენტისა და 56 ქვეყნის, 454 სპორტსმენია რეგისტრირებული.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადში, რომელმაც თბილისის გრანდ სლემზე უნდა იასპარეზოს, რამდენიმე ცვლილებაა. მთავარი სიახლე ის გახლავთ, რომ ტურნირზე 2022 და 2023 წლების მსოფლიოს ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე მიიღებს მონაწილეობას.

ლუკა მაისურაძესა და ვლადიმერ ახალკაცს 90 კგ წონით კატეგორიაში, გიორგი ჯაბნიაშვილისა და ლუკა ბაბუციძის ნაცვლად ვიხილავთ. რაც შეეხება 66 კგ წონით კატეგორიას - თბილისის გრანდ სლემზე ლუკა საგანელიძის ნაცვლად თორნიკე გიგაური იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისის გრანდ სლემზე გადახალისებული შემადგენლობით გამოვა. ტურნირზე საქართველოს ღირსებას 42 ძიუდოისტი (28 კაცი, 14 ქალი) დაიცავს.


შემადგენლობა

მამაკაცები

  • 60 კგ - მათე გოგობერიშვილი, ლუკა გადელია, გიორგი ჩანქსელიანი, გიორგი არაბიძე

  • 66 კგ - ლაშა ნადირაძე, თემურ ნოზაძე, თორნიკე მაზიაშვილი, თორნიკე გიგაური

  • 73 კგ - გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, გიორგი ლოლაძე, ბაგრატ ნინიაშვილი

  • 81 კგ - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე, დიმიტრი გოჩილაიძე, ირაკლი ბეროშვილი

  • 90 კგ - ლუკა ჯავახიშვილი, ლუკა მაისურაძე, აკაკი ჯაფარიძე, ვლადიმერ ახალკაცი

  • 100 კგ - ნიკა ხარაზიშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი, ონისე სანებლიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი

  • +100 კგ - ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი, საბა ქარდავა, გელა ზაალიშვილი.

ქალები

  • 48 კგ - თამარ გიგოლაევი, მარიამ ზაქარაია

  • 52 კგ - ნინო თათრიშვილი

  • 57 კგ - სოფიო ბედოშვილი, ნინო ლოლაძე

  • 63 კგ - ნინო წიკლაური, მარიამ ნათელაური, მაია ბიძინაშვილი, მარი მახარაშვილი

  • 70 კგ - ქეთევან ბერიძე, ლიზი კვარაცხელია, მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი

  • +78 კგ - სოფიო სომხიშვილი