ცარუკიანი თოფურიას და ოლივეირას ბრძოლას დააზღვევს
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
UFC 317-ზე მთავარი ჩხუბი ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის შედგება. აღნიშნული დაპირისპირება მსუბუქი წონის ქამრისთვის იქნება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ამ ჩხუბს არმან ცარუკიანი დააზღვევს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მებრძოლი, ილია ან ჩარლზი, ბრძოლას რაიმე მიზეზით ჩაეხსნება, მას სომეხი მებრძოლი შეცვლის.
🚨 Arman Tsarukyan says he’s the backup for the #UFC317 main event 👀 pic.twitter.com/McSetrYDRc
— Championship Rounds (@ChampRDS) June 16, 2025
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანს აღნიშნულ ქამარზე ბრძოლის შანსი უკვე ჰქონდა, თუმცა, ხელიდან გაუშვა. სომეხი ისლამ მახაჩევს უნდა შეხვედროდა და ბრძოლამდე რამდენიმე საათით ადრე, წელის ტრავმის გამო ჩაეხსნა.