ტომ ასპინალის თვალის დაზიანება ძალიან სერიოზული აღმოჩნდა
სირილ განსა და ტომ ასპინალს შორის გამართული საჩემპიონო ჩხუბი დროზე ადრე შეწყდა. ეს ნოკაუტის ან საბმიშენის გამო არ მომხდარა. განმა ასპინალს თვალში თითი მოარტყა და ინგლისელმა ჩხუბის გაგრძელება ვერ შეძლო.
ასპინალმა ჩხუბის გაგრძელებაზე უარი თქვა და არენაზე ფანებისგან სტვენაც დაიმსახურა. ასპინალმა იქვე გამოხატა უკმაყოფილება, რადგან ტკივილი აშკარა იყო. ოქტომბრის შემდეგ, ტომს სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკის ქარცეცხლი შეხვდა. ფანები წერდნენ, რომ ასპინალს ისეთი სერიოზული ტრავმაც არ ჰქონდა, უბრალოდ ჩხუბის გაგრძელება არ სურდა.
ახლა აღმოჩნდა, რომ ინგლისელმა ჩემპიონმა სერიოზული დაზიანება მიიღო. ტრავმა იმდენად მძიმეა, რომ ასპინალმა ოპერაციაც გაიკეთა. როგორც იწერება მას იშვიათი თვალის დაავადება დაუდგინდა, რომელიც ორივე თვალის მოძარაობას არღვევს.
🚨 UPDATE: Tom Aspinall underwent eye surgery today.
— Octagon Pulse | UFC MEDIA🚨 (@OctagonPulse) February 10, 2026
He was diagnosed with a rare eye condition affecting movement in both eyes, caused by the infamous eye poke from Ciryl Gane. pic.twitter.com/0hHjgip4Ch