Belive

"ცარუკიანი ილიასთან ბრძოლას იმსახურებს" - ჩელ სონენი

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ჩელ სონენი თვლის, რომ არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატია. მიუხედავად იმისა, რომ პადისა და გეიჯის ვარიანტიც არსებობს, სონენს უდავო პრეტენდენტად სომეხი მიაჩნია.

ცარუკიანი ნათლად ნომერ პირველი კანდიდატია. დანა უაითმა თქვა, რომ ამ ბრძოლაში (ჰუკერი VS ცარუკიანი) გამარჯვებული საჩემპიონო ჩხუბზე გავიდოდა. რეიტინგში ცარუკიანი პირველ ადგილზე დგას. ეს ფაქტია და არა ჩემი აზრი. ილია თოფურია ქამარს იანვარში დაიცავს. თუ ეს თარიღი მართალი არ არის, მაშინ აჩქარება არ მოგვიწევს. რაც დრო გავა ცარუკიანის საჩემპიონო ბრძოლაში მონაწილეობის აზრი უფრო გამყარდება. თუ ეს მოხდება, პადი და გეიჯი გვერდზე დარჩებიან. ალბათ აქედან ერთ-ერთი ამ ჩხუბს დააზღვევს - განაცხადა ჩელ სონენმა

შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანმა დენ ჰუკერი დაამარცხა და მსუბუქ წონაში პირველი პოზიცია უფრო გაიმყარა. ისლამ მახაჩევთან ჩახსნის შემდეგ, არმანისთვის ეს სატიტულო ბრძოლის პირველი შანსი იქნება.

სხვა სტატიები