Belive

"ხაბიბის გუნდს სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს" - პოლ ჰიუზი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

პოლ ჰიუზი ხაბიბის გუნდს სტეროიდების გამოყენებაში ადანაშაულებს. ის დარწმუნებულია, რომ უსმანი მასთან ბრძოლამდე აკრძალულ ნივთიერებას იყენებდა. ასევე აღსანიშნია, ჰიუზი თვლის, რომ UFC-ში მას პრობლემას მხოლოდ თოფურიას ან ჰოლოუეის მსგავსი მებრძოლები შეუქმნიან.

ვიცოდი, რომ უსმანი მოიგებდა იმ ბრძოლას, ვიწინასწარმეტყველე კიდეც. სულ სხვა დონეა კოგანთან შედარებით. UFC-ში მას პრობლემებს ვერავინ შეუქმნის, გარკვეული სტილის მებრძოლების გარდა, როგორებიც არიან ილია თოფურია ან მაქს ჰოლოუეი.

ვფიქრობ, მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ პირველი ბრძოლა მე მოვიგე. მეორე ახლო იყო. იმ ბრძოლამდე 6 კვირა არ მივარჯიშია. მიყოლებით გავიკეთე ოპერაციები. 100%-ით ვიცი, რომ შემიძლია ამ ბიჭის დამარცხება.

ხაბიბის გუნდი არ შემოწმებულა. მათ ტესტი მხოლოდ ბრძოლამდე ერთი დღით ადრე ჩაუტარეს. დაახლოებით 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდათ. სამუდამო აკრძალვით უნდა დასჯილიყვნენ დოპინგის გამოყენებისთვის. - ამბობს პოლ ჰიუზი

შეგახსენებთ, რომ პოლ ჰიუზს კარიერაში სულ სამი მარცხი აქვს და აქედან ორი უსმანთან განიცადა. ირლანდიელი საკმაოდ კარგი და მაღალი დონის მებრძოლია. არაა გამორიცხული, რომ ერთ დღეს მისი და უსმანის დაპირისპირება UFC-შიც ვნახოთ.

სხვა სტატიები