"თქვენი აზრით ილია ასეთ რისკზე წავა?" - დენ ჰუკერი
დენ ჰუკერმა ილია თოფურიასა და უსმან ნურმაგომედოვის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. ახალ ზელანდიელი თვლის, რომ ეს ჩხუბი არ შედგება, რადგან ილია ასეთ რისკზე არ წავა. ჰუკერმა ამასთან დაკავშირებით Submission Radio-სთან ისაუბრა.
ხალხი ფიქრობს, რომ უსმანი მოვა და ილიას შეებრძოლება. მოდით სერიოზულები ვიყოთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ილია ურეიტინგო, არა UFC-ს მებრძოლთან ჩხუბს გარისკავს? არავის სურს ასეთი რისკის გაღება. იგივე მიზეზით შევხვდი მე ჩენდლერს. იგივე მიზეზით მიხდიან ფულს, რომ ფარნასის შევხვდე, რადგან სხვა არცერთი ბიჭი გარისკავდა. ისინი ურეკავენ დენ ჰუკერს, თავაზობენ სახიფათო ფულს და ის დიდ ლიგაში ბიჭებს დახვედრას უწყობს. - ამბობს დენ ჰუკერი
🚨Dan Hooker says Ilia Topuria wouldn't fight Usman Nurmagomedov on his first fight in the UFC since it's too risky.
— FightLuck (@FightluckBet) August 30, 2026
🗣“People are like, 'Oh, Usman's going to come in and fight Ilia Topuria.' Get fvcked Be serious. You think Ilia Topuria is going to take the risk of fighting… pic.twitter.com/nOqaUsJ6uS
შეგახსენებთ, რომ უსმან ნურმაგომედოვი PFL-ის ჩემპიონია. მან 70 კილოგრამში ქამარი უკვე 6-ჯერ დაიცვა და ყველა შესაძლო ოპონენტი დაამარცხა. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ უსმანი UFC-ში მალე გადმოვა, თან ნურმაგომედოვს PFL-თან კონტრაქტის ვადა უკვე გაუვიდა.