"ამ მომენტში ბევრი მებრძოლი დანებდებოდა" - მერაბ დვალიშვილი
13 საათის წინ
სხვა
1 წთ
მერაბ დვალიშვილის და პიოტრ იანის მეორე ბრძოლაში ყველას გვახსოვს მომენტი, როდესაც მერაბმა ღვიძლში ძლიერი დატყმა მიიღო. იანის მიერ მოქნეული ფეხი იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ მერაბმა ტკივილისგან დაიყვირა კიდეც. დვალიშვილმა სწორედ ეს ეპიზოდი გაიხსენა და თქვა, რომ ტკივილის მიუხედავად, დანენებაზე არც კი უფიქრია. აღსანიშნავია, რომ იანმა იმ მომენტის შემდეგ კიდევ მოარტყა და დვალიშვილმა, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ბრძოლა მაინც არ შეწყვიტა.
როცა ბრძოლას ხელახლა ვუყურე, ეს დარტყმა იმდენად ცუდი არ ჩანდა. თუმცა, ჩემს ადგილას მებრძოლების უმრავლესობა დანებდებოდა. ისინი უბრალოდ ამ ტკივილს ვერ გაუმკლავდებოდნენ. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ძლიერი ვარ, არ დავნებდი და ბრძოლა განვაგრძე. ამის შემდეგ კიდევ დამარტყა ღვიძლში. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ როდესაც ღვიძლში მეორედ მოგარტყამენ, მისი მდგომარეობა წინაზე უარესია. შეიძლება პირველ დარტყმას გაუძლო, მაგრამ მეორე ან მესამე დარტყმას გადაურჩე თითქმის შეუძლებელია. გონებაშიც კი არ გამივლია, რომ დავნებებულიყავი. ამისთვის იანს ჩემი მოკვლა მუწევდა და ამ ბრძოლაშიც ასე იქნება. - ამბობს დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ბრძოლა 24 ოქტომბერს გაიმართება. ეს ტრილოგია საღამო თანამთავარი დაპირისპირება იქნება და გამარჯვებული სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაიმსახურებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო ბრძოლაში იანმა დვალიშვილი დაამარცხა და "მანქანას" რევანშის ასაღებად კარგი შანსი აქვს.