Belive

ტონი ფერგიუსონი ოქტაგონზე ბრუნდება

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ერთ-ერთი გამორჩეულო მებრძოლი ტონი ფერგიუსონი ოქტაგონს 11 სექტემბერს უბრუნდება. მისი მოწინააღმდეგე ჩინელი მებრძოლი ლი ჯინგლიანგი იქნება.

ყოფილმა ჩემპიონმა მსუბუქ წონაში ახალი მიზანი დაისახა, წონა შეიცვალა და მკაცრი მოწინააღმდეგის ლი ჯინგლიანგის დამარცხებას გეგმავს.

UFC-ის გულშემატკივარების გარკვეული ნაწილი და ექსპერტები ფერგიუსონის გადაწყვეტილებას ეჭვის თვალით უყურებენ.

"ელ კუკუის" ეს ნაბიჯი ყველასათვის გასაკვირი იყო, რადგან არავინ ელოდა მის ბრძოლას საშუალო წონაში. თუმცა, დენ ჰარდი თვლის, რომ ტონი ფერგიუსონის გადაწყვეტილება, მაღალ წონით კატეგორიაში გადასვლასთან დაკავშირებით, დაგვიანებულია.

ის თვლის, რომ ტონი რამდენიმე წლის წინ უნდა გადასულიყო, სანამ ორმოცი წლის გახდებოდა, რადგან ეს, მას ზედმეტი წონის დაკლების თავიდან აცილებაში დაეხმარებოდა. ფერგიუსონს ნამდვილად სჭირდება დიდი გამარჯვების მოპოვება იმისათვის, რომ დიდი ნახტომი განახორციელოს საშუალო წონის რეიტინგში.

სხვა სტატიები