Belive

ილია თოფურია: "ცხოვრებაში ბევრჯერ დავმარცხდი, მაგრამ მალე ნომერ პირველი ვიქნები"

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ესპანურ პოდკასტს სტუმრობდა. WEBPOSITER-ში ილია რამდენიმე თემას შეეხო, მათ შორის მის განვლილ ცხოვრებასაც. როგორც მოგეხსენებათ, ილია უკვე დიდი ხანია საქართველოში არ ცხოვრობს და ესპანეთში გადასვლამდე გარკვეული პერიოდი გერმანიაშიც გაატარა. "ელ მატადორმა" იმ რთულ წლებზეც ისაუბრა, რომელიც მან ოჯახთან ერთად გამოიარა.

"გერმანიაში ცხოვრებისას მამა სულ ცდილობდა ჩვენთვის სპორტული სამყარო გაეცნო. საქართველოში დაბრუნებამდე მე და ჩემი ძმა ძიუდოთი ვიყავით დაკავებულნი, შემდეგ კი ჭიდაობა და კარატე ვცადეთ. ესპანეთში გადმოსვლამდე არაფერი ვიცოდი შერეული საბრძოლო ხელოვნების შესახებ."

"UFC-ში ჩემი წელიწადნახევრიანი კარიერის განმავლობაში დაახლოებით მილიონი-მილიონნახევარი ევრო გამოვიმუშავე. ფული ძალიან მნიშვნელოვანია და მებრძოლების უმრავლესობას ეს ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მშვიდად შემიძლია მუშაობა. იმაზე ფიქრი არ მიწევს თუ ვარჯიშის შემდეგ რას შევჭამ, როგორ გადავიხდი გადასახადებს და ა.შ.

საკმაოდ რთული წარსული მაქვს გამოვლილი. "ნუტელა" ჩემთვის მდიდარი ხალხის საჭმელად ითვლებოდა. ამის მიუხედავად, თავი დაჩაგრულად არასდროს მიგრძვნია. ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი რწმენა იყო. მსოფლიოში უმდიდრესი მეგობრებიც, რომ გყავდეს თუ რწმენა არ გაქვს ვერაფერს მიაღწევ."

ილიამ მის მომავალ ბრძოლაზეც ისაუბრა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ ვინ იქნება მისი მომავალი მოწინააღმდეგე, თუმცა, როგორც ილიამ თქვა, ის TOP 15-დან იქნება.

"ჩემი მომავალი ბრძოლა სავარაუდოდ მაისში ჩაინიშნება. ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, დიდი ალბათობით ეს მოხდება. სავარაუდოდ, ბრძოლას არა ქვემსუბუქში, არამედ მსუბუქ წონაში გავმართავ."

შეგახსნებთ, რომ მისი ბოლო ბრძოლა ილიამ ბრაის მიტჩელთან ჩაატარა, რომლშიც გამარჯვება მოიპოვა. ეს გამარჯვება ილიასთვის კარიერაში მე-13, UFC-კი მე-5 იყო. ამის შედეგად, ქართველმა UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალ რეიტინგში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.

სხვა სტატიები