Belive

"ჩემი სტილი ილიასთვის პრობლემური იქნება" - მატეუშ გამროტი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

მატეუშ გამროტმა პოტენციურ მეტოქეებზე ისაუბრა. პოლონელის თქმით, მისი სავარაუდო მოწინააღმდეგეები ილია და პადი არიან. გამროტმა პადი შედარებით მარტივ გამოწვევად დაასახელა, ვიდრე თოფურია.

ბევრჯერ დავუშვი შეცდომა, როდესაც იმაზე ვფიქრობდი რა იქნებოდა მომავალში. ახლა ჩარლზ ოლივეირაზე ვარ კონცენტრირებული. თუ მას გავცდები შემდეგ ვიფიქრებ ვის უნდა შევხვდე. თუმცა, მჯერა პადი მარტივი მეტოქეა. მიუხედავად ამისა, მედიაში დიდი სახელი აქვს და თუ UFC მასთან ბრძოლას ჩამინიშნავს მოკლე დროში დავთანხმდები. ორივენი ევროპელები ვართ და ევროპისთვის დიდი ბრძოლა იქნება.

ილია დიდებული მებრძოლია. მან დაამტკიცა, რომ ქვემსუბუქ და მსუბუქ წონაში საუკეთესოა. თუმცა, ჩემი სტილი მისთვის პრობლემური იქნება. ჯერ პირველი ჩარლზია და შემდეგ თუ ილიას შევხვდები სანახაობრივი ბრძოლა გვექნება. მას ძლიერი ხელები აქვს და ფეხზე კარგად დგას, მაგრამ მინდა ჭიდაობასა და ჯიუ-ჯიცუში გავტესტო. - განაცხადა გამროტმა

შეგახსენებთ, რომ მატეუშმა ოლივეირასთან ბრძოლა მას შემდეგ მიიღო, რაც ფიზიევი ამ ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა. მათი დაპირისპირება რიოში გაიმართება და საღამოს მთავარი ბრძოლა იქნება.

სხვა სტატიები