Belive

ტოკიოს გრანდ სლემი 2025 | ლუკა მაისურაძეს გიორგი ჯაბნიაშვილი ჩაანაცვლებს

1 დღის წინ სხვა
1 წთ

2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ტურს ტოკიოს გრანდ სლემი დახურავს, რომელიც 6-7 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქში გაიმართება.

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ტოკიოს გრანდ სლემზე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ეთერ ლიპარტელიანი პირველად იასპარეზებს, თანაც წითელი არშიით. ასევე ტატამზე საქართველოს ნაკრების ვარსკვლავებს ვიხილავთ.

ერთი ცვლილებაა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ტრავმის გამო ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნა ლუკა მაისურაძე, რომელსაც გიორგი ჯაბნიაშვილი ჩაანაცვლებს.

შემადგენლობა

  • 73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

  • 81 კგ - ზაურ დვალაშვილი

  • 90 კგ - ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი

  • 100 კგ - ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი

  • +100 კგ - გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი

ქალები

  • 57 კგ - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

  • 70 კგ - მარიამ ჭანტურია

  • +78 კგ - სოფიო სომხიშვილი.

სხვა სტატიები