Belive

ირაკლი უზნაძე ტაჯიკეთის ძიუდოისტთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

6 საათის წინ სხვა
1 წთ

ტაჯიკეთის ძიუდოს ფედერაციაში საკადრო ცვლილებებია - ფოტეხ და ერგაშ მახმადბეკოვებმა დაკავებული პოსტები ოფიციალურად დატოვეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ მახმადბეკოვების ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწია ტაჯიკეთის ძიუდოისტთა ნაკრებმა ისეთ ისტორიულ სიმაღლეებს, როგორიც მათ ისტორიაში მანამდე არასდროს ჰქონიათ.

ამიერიდან ტაჯიკეთის ეროვნულ ნაკრებს სათავეში გამოცდილი ქართველი სპეციალისტი - ირაკლი უზნაძე ჩაუდგება, რომელსაც მანამდე საქართველოსა და თურქეთის ძიუდოისტთა ნაკრებებში მუშაობის მრავალწლიანი და წარმატებული გამოცდილება აქვს.

ირაკლი უზნაძის წარდგენა ტაჯიკეთის ნაკრებში

54 წლის ქართველის სახით, ტაჯიკეთმა უმაღლესი კლასის სპეციალისტი მიიწვია. ირაკლი უზნაძე წარსულში თავადაც ტიტულოვანი ძიუდოისტი იყო. ის გახლავთ 2002 წლის ევროპის ჩემპიონი და კონტინენტის პირველობების მრავალგზის პრიზიორი.

რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, ქართველი ქომაგისთვის მისი სახელი წარმატებებთან ასოცირდება. უზნაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2013-2015 წლებში წვრთნიდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატის გუნდური პირველობა და მოიპოვა უამრავი ინდივიდუალური ოქრო მსოფლიო თუ კონტინენტის ჩემპიონატებზე. მოგვიანებით ის თურქეთის ნაკრებშიც წარმატებულად მუშაობდა, ახლა კი მის წინაშე ახალი გამოწვევაა - შეინარჩუნოს და კიდევ უფრო განავითაროს ტაჯიკური ძიუდოს პროგრესი.