'თოფურიას ჰგავს' - ვალეხოსმა ემეტი გაანადგურა
არგენტინელმა კევინ ვალეხოსმა თავი ოფიციალურად დაიმკვიდრა, როგორც საყურებლად ერთ-ერთმა ყველაზე სასურველმა მებრძოლმა. Meta APEX-ზე, UFC Vegas 114-ის მთავარ ღონისძიებაში მან ჯოშ ემეტი პირველივე რაუნდში გაანადგურა (ტექნიკური ნოკაუტით - დარტყმები, 3:33).
ვალეხოსი (18-1 MMA) UFC-ში დაუმარცხებელი დარჩა (4:0 რეკორდით), რითაც მშობლიურ გულშემატკივრებს მომავალი გეგმების შესახებ მესიჯი გაუგზავნა: "არგენტინა, განაგრძე ოცნება. რადგან მსოფლიო ჩემპიონი გეყოლება“ - თქვა ვალეხოსმა თარჯიმნის მეშვეობით.
41 წლის ემეტმა (19-7 MMA) ბოლო სამი ბრძოლა წააგო და ახლა 27 თვეა გასული მისი ბოლო გამარჯვებიდან.
როდესაც ვალეხოსი Meta Apex-ის ოქტაგონში შედიოდა, კომენტატორმა მაიკლ ბისპინგმა ის ილია თოფურიას, ყოფილ უდავო ჩემპიონსა და მსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონს შეადარა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვალეხოსს თოფურიას ადარებენ.
თოფურიას ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ 2023 წელს იყო, როდესაც მან ემეტი ხუთი რაუნდის განმავლობაში 'აწამა'. თოფურიას ემეტთან გამარჯვებამ ტიტულის მოპოვების შანსი მისცა და ზედიზედ ნოკაუტებით დაამარცხა ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი და ჩარლზ ოლივეირა.
The UFC script played out, the young eats the old
— Rob Nakamura🤙🏼 (@JspecTheHost) March 15, 2026
Vallejos just Emmett'd... Emmett pic.twitter.com/Xkt9heJtLS