Belive

სტერლინგმა ზალალი მარტივად დაამარცხა და ვოლკანოვსკი გამოიწვია

1 დღის წინ სხვა
1 წთ

36 წლის ალჯამეინ სტერლინგმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის უმაღლესი დონის შესრულება, რომელსაც წლების განმავლობაში აჩვენებდა, არსად გამქრალა.

UFC Vegas 116-ის მთავარ ბრძოლაში, სტერლინგმა მაროკოელი იუსუფ ზალალი, 5-რაუნდიან დაპირისპირებაში, ეჭვის გარეშე დაამარცხა. სტერლინგმა, რომელიც სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონია, ახალ დივიზიონში გადასვლის შემდეგ, მესამე ბრძოლა მოიგო და ზალალის ზედიზედ 8-მოგებიანი სერიაც დაასრულა. ამ წონაში სტერლინგი მხოლოდ მოვსარ ევლოევთან დამარცხდა და ისიც საკმაოდ ახლო ბრძოლაში.

გამარჯვების შემდეგ, სტერლინგმა დივიზიონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი გამოიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ორგანიზაცია მას ქამარზე ბრძოლის შანსს მისცემს.

სხვა სტატიები