Belive

თოფურია-ვოლკანოვსკის დაპირისპირება კალიფორნიაში გაიმართება

5 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც უკვე იცით, ილია თოფურია მომავალ ბრძოლას UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს. ქართველი მოწინააღმდეგე მოქმედი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი იქნება. მათი დაპირისპირება 2024 წლის 18 თებერვალს არის ჩანიშნული.

დიდი ხნის განმავლობაში ესპანურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ილია ვოლკანოვსკის ესპანეთში დაუხვდებოდა. თუმცა, მოლოდინები არ გამართლდა და მათი ორთაბრძოლა კალიფორნიაში გაიმართებოდა.

შეგახსენებთ, რომ "მატადორი" პირველი ქართველია, რომელიც UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს.

თოფურიას კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა” ბოლო ბრძოლა 24 ივნისს, ფლორიდაში ჩაატარა, სადაც ჯოშ ემეტი მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ილია დაუმარცხებელის სტატუსს ინარჩუნებს.

სხვა სტატიები