Belive

"თუ ჩემთან ბრძოლა გსურთ, ეს აუცილებლად კრივის წესებით უნდა მოხდეს" - ტაისონ ფიური

11 თვის წინ სხვა
1 წთ

უკვე დიდი ხანია რაც გულშემატკივარს ტაისონ ფიურისა და ჯონ ჯონსის დაპირისპირების ხილვა სურთ. შეგახსენებთ, რომ ფიური მოკრივეა ჯონსი კი - MMA-ს მებრძოლი. ორივე მათგანი მძიმე წონაში ასპარეზობს და საკუთარ სპორტში საუკეთესოებიც არიან.

მათი დაპირისპირების გიჟური იდეა მედიამ აიტაცა და თითქოს ყველაფერი უფრო დასერიოზულდა. რამდენიმე დღის წინ დანა უაითმაც აღნიშნა, რომ ფიურის თანხმობის შემთხვევაში მისი და ჯონსის ბრძოლის დაგეგმვა შესაძლებელი იყო.

თუმცა, ფიურის სიტყვებმა თითქოს ყველანაირი იმედი მოკლა.

"თუ ჩემთან ბრძოლა გსურთ, ეს აუცილებლად კრივის წესებით უნდა მოხდეს. მიწაზე გორაობას არ ვაპირებ. მე ფეხზე ვდგავარ და ვურტყავ." - განაცხადა ტაისონ ფიურიმ.

აღსანიშნავია, რომ ჯონ ჯონსიც უარს ამბობს ფაიურისთან კრივის წესებით ბრძოლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მებრძოლს საკუთარ სპორტში სურს ორთაბრძოლის ჩატარება, ამასთან დაკავშირებით ჭორები და მითქმა-მოთქმა მაინც არ წყდება.

სხვა სტატიები