"იანისა და უმარის ბრძოლა სიგიჟე იქნება" - ხორხე მასვიდალი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
ხორხე მასვიდალს უმარ ნურმაგომედოვისა და პიოტრ იანის ბრძოლის ხილვა სურს. მიუხედავად იმისა, რომ UFC-მ მერაბს საჩემპიონო ჩხუბის გარანტია მისცა, მასვიდალი მაინც თვლის, რომ იანი-უმარი კომპანიისთვის ბევრ ფულს მოიტანს.
უმარი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიჭია. მინდა უმარის ბრძოლა ისევ ძალიან მალე ვნახო. მინდა მისი მსოფლიოში საუკეთესოსთან ჩხუბი ვნახო, რადგან მჯერა ეს ბიჭი ჩემპიონი გახდება. მისი და პიოტრ იანის ჩხუბი სიგიჟე იქნება. - განაცხადა ხორხემ
"Petr vs Umar is a f***ng Pay Per View" - Jorge Masvidal praises Umar Nurmagomedov
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) January 27, 2026
“Umar is one of the best guys in the world. It’s a tricky style. I want to see Umar fight again soon. I want to see him fight the best in the world, because I really believe this guy could… pic.twitter.com/QdNKFKUctq
უმარმა თავისი ბრძოლა UFC 324-ზე მოიგო. მისი მოწინააღმდეგე დეივესონ ფიგერედო იყო, რომელიც მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება იანის ბოლო ბრძოლას, მან მერაბთან იჩხუბა და ჩემპიონობაც მოიპოვა.