თეთრ სახლში UFC-ს ღონისძიების ჩატარება ეჭვქვეშ დადგა
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ UFC-ს ღონისძიებას თეთრი სახლის ეზოში უმასპინძლებს. ეს ყველაფერი მომავალ წელს ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის აღსანიშნავად იგეგმება.
MMA-ისა და ზოგადად, სპორტის გულშემატკივრები ამ დღეს მოუთმენლად ელიან, რადგან ეს სპორტის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული მოვლენა იქნება. დიდი მოლოდინის მიუხედავად, UFC თეთრ სახლში პრობლემებს წააწყდა. როგორც აღმოჩნდა ოქტაგონი გაზონისთვის ზედმეტად მძიმეა.
მინდა ყველაფერი სამხრეთ გაზონზე გავაკეთო, მაგრამ წონაზე პრობლემები გვაქვს. ჩვენი ოქტაგონი 12 ტონაზე მეტს იწონის. ვაშინგტონში 28 აგვისტოს ჩავფრინდები. ბევრი მუშაობა მოგვიწევს და წინ ბევრი გამოწვევა გველის. - ამბობს დანა უაითი
Dana White said the UFC octagon is currently too heavy to put on the White House lawn 😳
— Happy Punch (@HappyPunch) August 21, 2025
“I wanna do it on the south lawn but they have some weight issues, the octagon is 25,000 pounds. I’m flying out there on the 28th. It’s a lot of work and it’s going to be incredibly… pic.twitter.com/E1x5eoC7OV