Belive

"დედაზე ასეთმა საუბარმა ძალიან გამაბრაზა" - ილია თოფურია

21 საათის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიამ ჯოშ ჰოკიტთან შექმნილ დაძაბულობაზე ისაუბრა. "მატადორი" ჰოკიტის მხრიდან ალექს პერეირას დედაზე გაკეთებულმა განცხადებამ ძალიან გააბრაზა.

ბევრ პრესკონფერენციაზე ვყოფილვარ და ბევრიც მინახავს, მაგრამ არასდროს მინახავს ვინმე ასე შეურაცხმყოფელად, ვინმეს დედაზე საუბრობდეს. არ მჯეროდა, რომ ამ ყველაფერს საუბრობდა. შეიძლება ისაუბრო ვინმეს პროფესიონალიზმზე, ერთმანეთზე, მაგრამ დედაზე ასეთმა საუბარმა ძალიან გამაბრაზა. გაუმართლა, რომ გარშემო ბევრი დაცვა იდგა, რადგან ერთ-ერთი ჩვენგანი ცუდად დაასრულებდა და ეს მე ნამდვილად არ ვიქნებოდი. - განაცხადა ილია თოფურიამ
View this post on Instagram

A post shared by ABC MMA (@abcxmma)

ჰოკიტი და თოფურია ერთმანეთს თეთრი სახლის პრესკონფერენციაზე გადაეკვეთნენ. აღნიშნული ღონისძიება 15 ივნისს გაიმართება, რომლის მთავარი ჩხუბიც ილიასა და გეიჯის შორის იქნება.

სხვა სტატიები