Belive

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია - ნიკა კენჭაძე და გენო პეტრიაშვილი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
ისტორიაში პირველად, სამივე სტილისა და 30 წონითი კატეგორიის მოჭიდავეები მიიღებენ საპრიზო თანხას, ხოლო საკუთარი წონების რეიტინგის სამეულში მყოფი მოჭიდავეები მიიღებენ ფულად პრიზს. წონის ლიდერს 10 ათასი დოლარი შეხვდება, წონის მეორე ნომერს 7 ათასი დოლარი, ხოლო წონის მესამე ნომერს კი 3 ათასი დოლარი. 79 კგ წონით კატეგორიაში, რეიტინგის მეორე ნომერი - ნიკა კენჭაძეა, რომელსაც 41 სარეიტინგო ქულა აქვს, შესაბამისად ნიკა კენჭაძე, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციისგან $7 ათას დოლარს მიიღებს. -125 კგ წონით კატეგორიაში კი რეიტინგის სათავეში - გენო პეტრიაშვილი დგას, რომელიც 98 ქულით რეიტინგს ლიდერობს, შესაბამისად ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია მას $10 ათასი დოლარით დააჯილდოვებს. აღსანიშნავია ის ამბავი, რომ 98 ქულა აქვს ირანელ - ამირ ზარესაც, რომელმაც გენო პეტრიაშვილს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოუგო, თუმცა რეიტინგის პირველი ნომერი გენო პეტრიაშვილი, ოლიმპიური ვერცხლის მედალის საშუალებითაა. 2021 წელს ნიკა კენჭაძემ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, რაც შეეხება გენო პეტრიაშვილის 2021 წელს, გენომ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი, ხოლო ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.  

სხვა სტატიები