Belive

სუპერ მაქსი ყველაფერს იგებს - ვერსტაპენმა აბუ დაბიშიც ყველას გაუსწრო

5 თვის წინ სხვა
1 წთ

აბუ დაბიში სეზონის ბოლო გრან პრი ჩატარდა და ნიდერლანდელმა სუპერვარსკვლავმა, ამ შემთხვევაშიც, პირველობა არავის დაუთმო. ვერსტაპენმა შეჯიბრი პოულ პოზიციიდან დაიწყო და წლის 22-ე რბოლას სრულად აკონტროლებდა.

დრამატული ბრძოლა გაიმართა კონსტრუქტორთა დავაში, "რედ ბულის" შემდეგ მეორე ადგილის დაკავებას "ფერარი" და "მერსედესი" ცდილობდნენ. რბოლაში ჩარლზ ლეკლერის "ფერარიმ" მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მერსედესთან (კონსტრუქტორებში) 4 ქულის აღმოსაფხვრელად - ჯორჯ რასელმა თავის "მერსედესით" პოდიუმზე დაიკავა ადგილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ "კონსტრუქტორთა დავაში" მეორე ადგილზე "მერსედესი" დარჩა, მესამეზე კი "ფერარი". ლუის ჰამილტონმა, აბუ დაბიში, მეცხრემ გადაკვეთა ფინიშის ხაზი.

ამ სეზონში, მაქს ვერსტაპენისთვის ეს რიგით მე-19 გამარჯვება იყო და ეს რეკორდია. სუპერ მაქსის გამარჯვებების რაოდენობამ, საერთო ჯამში 54-ს მიაღწია, მან ამ რაოდენობით სებასტიან ფეტელს გადააჭარბა და მის წინ მხოლოდ ორი ლეგენდა, მიხაელ შუმახერი და ლუის ჰამილტონი დარჩნენ.

სხვა სტატიები