Belive

სტერლინგმა ჯოშ ემეტთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, გიგა ჭიკაძე ჯოშ ემეტთან ბრძოლას ჩაეხსნა. ქართველმა მებრძოლმა ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო.

გიგას ბრძოლა 17 დეკემბერს უნდა შემდგარიყო. მისი მეტოქე ილიას ყოფილი მოწინააღმდეგე - ჯოშ ემეტი იყო.

ოპონენტის გარეშე დარჩენილმა ემეტმა მაშინვე გამოაქვეყნა პოსტი და იკითხა ვის სურდა ქართველის ჩანაცვლება. საინტერესოა, რომ ჯოშთან დაპირისპირების სურვილი ყოფილმა ჩემპიონმა ალჯამაინ სტერლინგმა გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ჯოშ ემეტმა ბოლო ბრძოლა ილია თოფურიას წინააღმდეგ ჩაატარა. ამერიკელი მებრძოლი თოფურიასთან 5-რაუნდიან ბრძოლაში დიდი უპირატესობით დამარცხდა.

რაც შეეხება ალჯოს, ის ბოლო ოქტაგონზე შონ ო'მალის წინააღმდეგ გამოვიდა. იამაიკელი "შუგასთან" დამარცხდა და ჩემპიონის ქამარიც დაკარგა.

სხვა სტატიები