Belive

გიგა ჭიკაძემ ტრავმა მიიღო და ემეტთან ბრძოლას ჩაეხსნა

5 თვის წინ სხვა
1 წთ

გიგა ჭიქაძემ UFC 296-ისთვის ვარჯიშის დროს საზარდულის ტრავმა მიიღო, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ 16 დეკემბერს ჯოშ ემეტის წინააღმდეგ ლას-ვეგასში დაგეგმილ ბრძოლაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. რამდენად სერიოზულია ქართველი მებრძოლის ტრავმა ჯერჯერობით უცნობია.

ტვიტერზე განთავსებულ ვიდეოში ქართველი მებრძოლი ამბობს

საშინელება მოხდა! საზარდულის ტრავმა! მალე დავბრუნდები!

რაც შეეხება ემეტს, ის ითხოვს შემცვლელ მეტოქეს

გიგა ბრძოლას გამოეთიშა

-

ვინ არის მზად 16 დეკემბერს?

-დაწერა ემეტმა ტვიტერზე.

ბოლო ბრძოლაში "ნინძა" ალექს კასერესს დაუპირისპირდა და 20 თვიანი პაუზა გამარჯვებით აღნიშნა. ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ჭიკაძეს UFC-ში 9 ბრძოლა აქვს ჩატარებული და აქედან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

სხვა სტატიები