გიგა ჭიკაძის მომავალი ბრძოლა ვინისიუს ოლივეირასთან იქნება
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
გიგა ჭიკაძის მომავალი ჩხუბი ვინისიუს ოლივეირასთან ელის. "ქართველი ნინძა" ბრაზილიელს UFC Apex-ში დაუპირისპირდება. მათო ბრძოლა 21 ივნისს გაიმართება.
🚨 BREAKING: Vinicius Oliveira is moving up to featherweight and will face Giga Chikadze on June 20!
— MMA Pros Pick (@MMA_PROS_PICK_) May 6, 2026
Per: @iHeartGeorgius1 pic.twitter.com/6hgGAtwhGK
გიგას მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერი და საშიში მებრძოლია. მას UFC-ში 5 ჩხუბი აქვს გამართული და აქედან 4 მოიგო. ჭიკაძის მსგავსად ოლივეირაც წაგებული ჩხუბიდან ბრუნდება. ბრაზილიელი მარიო ბაუტისტასთან მახრჩობელათი დამარცხდა.
რაც შეეხება ჭიკაძეს, მას უკვე სამი ბრძოლაა არ მოუგია. ალექს კასერესის დამარცხების შემდეგ, ჭიკაძემ ბრძოლები ალენთან, ონამასთან და ვალეხოსთან დათმო.