Belive

ნურმაგომედოვი მაკგრეგორის მარცხს გამოეხმაურა

3 წლის წინ სხვა
2 წთ

UFC 257-ის ივენთის მთავარმა დაპირისპირებამ გულშემატკივართა მოლოდინი გაამართლა და შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი შედეგით დასრულდა. კარიერაში პირველად - კონორ მაკგრეგორი ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. დასტინ პორიესა და კონორ მაკგრეგორს შორის გამართული რიგით მეორე დაპირისპირება, ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა. 2014 წლის სექტემბერში, UFC 178-ის ეგიდით განცდილი მარცხის შემდეგ, პორიემ ბრწყინვალე რევანში აიღო და სახელოვანი ირლანდიელი მებრძოლი, რომელიც UFC-ის ერთ-ერთ საკულტო ფიგურად ითვლება, მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.



კონორ მაკგრეგორის მარცხს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ხაბიბ ნურმაგომედოვი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც კომენტარი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ დაუმარცხებელი ჩემპიონი ბრძოლის დაწყებამდე ფავორიტად დასტინ პორიეს ასახელებდა და მისმა პროგნოზმა გაამართლა.
"აი რა ხდება, როდესაც გუნდს იცვლი, უარს ამბობ სპარინგ პარტნიორებზე, რომელთაც ჩემპიონი გაგხადეს და პატარა ბავშვებს ესპარინგები, რეალობისგან ძალიან შორს", - აღნიშნა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.

ასევე იხილეთ: პორიე Vs მაკგრეგორი (ვიდეო)

სხვა სტატიები