Belive

ჰემილტონი: "ვემზადები ახალი ტიტულისათვის"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
"ფორმულა 1"-ის 6-გზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი ახალი სეზონისათვის ემზადება. ავსტრალიელმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში საკუთარ ფსიქოლოგიურ და მენტალურ მდგომარეობაზე ისაუბრა. "დასვენებისათვის საკმაო დრო მქონდა, რაც ყველაზე მთავარია დროის უდიდესი ნაწილი ჩემს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად გავატარე, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უქმეების დროს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი მქონდა მამაჩემთან ერთად - ეს ყველაფერი კი ფსიქოლოგიურად და მენტალურად უფრო ძლიერს მხდის"  "ახალი სეზონისათვის განსაკუთრებულად ვემზადები. მაქვს შეგრძნება, რომ ფიზიკურად და გონებრივად სრულ მზადყოფნაში ვარ, ასე რომ ვემზადები ახალი ტიტულისათვის",- განაცხადა ლუის ჰემილტონმა. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელ მრბოლელს აქვს შანსი, რომ ლეგენდარული მიხაელ შუმახერის რეკორდი გაიმეოროს. იმ შემთხვევაში თუ ჰემილტონი წლევანდელ სეზონში ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს ეს მისთვის რიგით მე-7 იქნება.

სხვა სტატიები