Belive

მსოფლიო ჩემპიონატი იწყება -100 კგ წონითი კატეგორია | პრევიუ

11 თვის წინ სხვა
4 წთ

7-14 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.

ტრადიციულად მსოფლიო პირველობაზე თითო წონითი კატეგორიის ასპარეზობას თითო საშეჯიბრო დღე ეთმობა, 10 მაისს, ბოლოსწინა საშეჯიბრო დღეს, 100 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს, სადაც საქართველოს ნაკრებს წონა გაორებული აქვს და ტატამზე ნაკრების კაპიტანს - ვარლამ ლიპარტელიანსა და ამ წონითი კატეგორიის ლიდერს - ილია სულამანიძეს ვიხილავთ.


ტიტულები და გზა ეროვნული ნაკრებისკენ

ვარლამ ლიპარტელიანი |

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი - ვარლამ ლიპარტელიანი, ქართული ძიუდოს ისტორიაში, მოპოვებული მედლებით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ძიუდოისტია.

34 წლის ლეგენდარული ქართველი ფალავანი ევროპის 3-გზის ჩემპიონია, გრანდ სლემები 6-ჯერ აქვს მოგებული, გრან პრის 5 ოქროს მედალი, 3-გზის მასტერსის გამარჯვებული და ოლიმპიური თამაშების პრიზიორია.

ევროპის ჩემპიონატი - ოქროს მედლები (2012, 2014, 2016 წლები). ვერცხლის მედლები (2009, 2010, 2013, 2021 წლები). ბრინჯაოს მედალი (2011 წელი).

მსოფლიო ჩემპიონატი - ვერცხლის მედლები (2013, 2017, 2018 წლები). ბრინჯაოს მედლები (2014, 2015, 2021 წლები).

მასტერსები - ოქროს მედლები - სანქტ პეტერბურგის მასტერსი (2017 წელი); გუანჯოუს მასტერსი (2018 წელი); დოჰას მასტერსი (2021 წელი). ბრინჯაოს მედლები - ტიუმენის მასტერსი (2013 წელი) და ცინდაოს მასტერსი (2011 წელი).

გრანდ სლემები - ოქროს მედლები - რიო დე ჟანეიროს გრანდ სლემი (2012 წელი); პარიზის გრანდ სლემი (2013, 2015, 2019 წლები); დიუსელდორფის გრანდ სლემი (2018 წელი); ტაშკენტის გრანდ სლემი (2023 წელი). ვერცხლის მედლები - პარიზის გრანდ სლემი (2014, 2020 წლები); ბუდაპეშტის გრანდ სლემი (2022 წელი). ბრინჯაოს მედლები - პარიზის გრანდ სლემი (2016, 2017, 2018 წლები); რიო დე ჟანეიროს გრანდ სლემი (2010 წელი); ტოკიოს გრანდ სლემი (2013 წელი), ეკატერინბურგის გრანდ სლემი (2017 წელი).

ილია სულამანიძე |

"ილია სულამანიძე, 21 წლის ქართველი ვარსკვლავი, რომელიც ძიუდოს მსოფლიო ასპარეზზე უდიდეს სიტყვას იტყვის..." - ეს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სიტყვებია.

სულამანიძე ეროვნულ ნაკრებში 2021 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ რაც ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონობა 4-ჯერ იზეიმა, მსოფლიოს ჩემპიონი კი 2021 წელს, იტალიაში გახდა.

მსოფლიო ჩემპიონატი - ბრინჯაოს მედალი (2021 წელი).

მასტერსი - ოქროს მედალი - იერუსალიმის მასტერსი (2022 წელი).

გრანდ სლემები - ოქროს მედალი - თელ ავივის გრანდ სლემი (2022 წელი); თბილისის გრანდ სლემი (2023 წელი). ვერცხლის მედალი - თბილისის გრანდ სლემი (2021 წელი). ბრინჯაოს მედალი - თელ ავივის გრანდ სლემი (2021 წელი).

გრან პრი - ოქროს მედალი - ალმადას გრან პრი (2023 წელი). ვერცხლის მედალი - ზაგრების გრამ პრი (2022 წელი).


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით, 100 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტები:

  • ილია სულამანიძე (საქართველო)
  • მიხაელ კორელი (ნიდერლანდები)
  • ზელიმ კოცოიევი (აზერბაიჯანი)
  • შედი ელნაჰასი (კანადა)
  • კაილი რეიესი (კანადა)
  • პეტერ პალჩიკი (ისრაელი)
  • ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
  • კენტარო იიდა (იაპონია)
  • არმან ადამიანი (რუსეთი)

ილია სულამანიძესა და ვარლამ ლიპარტელიანს ტატამზე 12 მაისს ვიხილავთ.

სხვა სტატიები