Belive

"სიტყვიერად დავთანხმდი, მაგრამ კონტრაქტი თვალით არ მინახავს" - ისლამი ილიასთან ჩხუბზე

3 საათის წინ სხვა
1 წთ

ისლამ მახაჩევმა ილიასთან ჩაშლილ ჩხუბზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. დაღესტნელი ამბობს, რომ UFC-ს შემოთავაზებას დათანხმდა, თუმცა, ორგანიზაციის მხრიდან კონტრაქტი არ მიუღია.

მათ დამირეკეს, მივიღე ჩხუბი, სიტყვიერად დავთანხმდი, მაგრამ კონტრაქტი თვალით არ მინახავს. ბოლო რაც მითხრეს ისაა, რომ თოფურია ძალიან დიდ თანხას ითხოვდა და UFC-მ მალევე უარყო ეს შეთავაზება. - ამბობს ისლამ მახაჩევი

ყველაფრის მიუხედავად, ილია თოფურია თეთრი სახლის ღონისძიებაზე მაინც იქნება. ოპონენტი ჯასტინ გეიჯი იქნება, რომელსაც მსუბუქი წონის ქამრისთვის შეხვდება. ბრძოლა 15 ივნისს არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები