Belive

"შონს საკმარისად ძლიერი დარტყმა აქვს, რომ დვალიშვილი გათიშოს" - კორი სენდჰეგენი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც იქნა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ დაადასტურა, რომ დვალიშვილთან იბრძოლებს. "მანქანა" უკვე დიდი ხანია, რაც ჩემპიონს იწვევს, თუმცა, "შუგა" მასთან ბრძოლას თავს არიდებდა. სეხუდოსთან გამარჯვების შემდეგ, დანა უაითს სხვა გზა აღარ დარჩენოდა, რომ მერაბისთვის საჩემპიონო ბრძოლა არ მიეცა.

სუპერმსუბუქი წონის მე-3 ნომერი კორი სენდჰეგენი თვლის, რომ შონს მერაბის გასათიშად საკმარისი ძალა აქვს.

ვფიქრობ, შონს საკმარისად ძლიერი დარტყმა აქვს, რომ დვალიშვილი გათიშოს. როგორც წესი ბრძოლის წინ ამაზე ფიქრი უსაფრთხო არ არის. მაგრამ, შონი ამ შემთხვევაში უსაფრთხოდაა. 5-რაუნდიან ბრძოლაში დგომში მერაბს შანსი არ აქვს, რადგან შონი უკეთესი სტრაიკერია.

მერაბი ბევრად კარგი მოჭიდავე და გრეპლერია, ვიდრე ო'მალი. თუმცა, ო'მალი ბევრად მაგარი სტრაიკერია და მათ დაპირისპირებას საინტერესოს სწორედ ეს ხდის. მერაბს განსხვავებული ჭიდაობის სტილია აქვს, ხალხს ძირს არ აჩერებს. ის რაღაცნაირად უშვებს მოწინააღმდეგეს, რომ კვლავ ძირს გადაიყვანოს. მერაბის ადგილას რომ ვიყო, ვეცდებოდი ბრძოლა ძირს წამეყვანა და იქ დავრჩენილიყავი. მე რომ ო’მალი ვიყო, ყოველი რაუნდის პირველ წუთს იმისთვის გამოვიყენებდი, რაც სტერლინგს გაუკეთა. ამ ბრძოლაში ო'მალის გამარჯვებას ვხედავ. - განაცხადა კორი სენდჰეგენმა

ჯერჯერობით არ ვიცით როდის შედგება მერაბისა და ო'მალის შორის დაპირისპირება. თუმცა, ბუკმეიკერებმა კოეფიციენტები უკვე გამოთვალეს. თუ "მანქანისა" და "შუგას" ბრძოლა ჩაინიშნება, ქართველი ფავორიტი იქნება.

სხვა სტატიები