Belive

"სტრიკლენდს ჩემთან ვარჯიში არ მოსწონდა" - ხამზატ ჩიმაევი

1 დღის წინ სხვა
1 წთ

ჩიმაევი ამბობს, რომ შონ სტრიკლენდი მასთან ვარჯიშს გაურბოდა. ხამზატის თქმით, შონი ძალიან ბევრჯერ სცემა და ალბათ, ამ მიზეზის გამო მასთან ერთად ვარჯიში აღარ სურდა.

სტრიკლენდს ჩემთან ვარჯიში არ მოსწონდა. სოციალურ ქსელში ჯგუფი გვქონდა, სადაც ვწერდით რომ Xtreme Couture-ში უნდა წავსულიყავით. როცა Xtreme-ში წავედი, ის UFC PI-ში წავიდა. როდესაც PI-ში მივედი, ის Xtreme-ში ვარჯიშობდა. როდესაც შინ დავბრუნდი ამ ბიჭმა ლაპარაკი დაიწყო. არ ვიცი რატომ. ალბათ გაბრაზებულია, რომ დარბაზში ძალიან ბევრჯერ ვცემე. - ამბობს ხამზატი

ხამზატის და შონის ჩხუბამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. ისინი საშუალო წონის ქამრისთვის 9 მაისს იბრძოლებენ. ეს დაპირისპირება UFC 328-ს მთავარი სანახაობა იქნება.

სხვა სტატიები