Belive

შონ სტრიკლენდს ნევადის კომისიამ ასპარეზობა აუკრძალა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი შონ სტრიკლენდი ნევადის სადისციპლინო კომისიამ დასაჯა. საქმე გასულ თვე MMA-ს შეჯიბრზე სხვა მებრძოლზე თავდასხმას ეხება. ამის გამო კომისიამ შონს ასპარეზობა აუკრძალა.

ნევადის შტატის სპორტულმა კომისიამ სტრიკლენდი, ინციდენტში მონაწილეობის გამო, განუსაზღვრელი ვადით დასაჯა. კომისიის მხრიდან ეს ჩვეული საქციელია. ვიდრე მებრძოლისთვის საბოლოო სასჯელის შესახებ ცნობილი არ გახდება, სტრიკლენდი ვერცერთ შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ შონის საქმე გასულ საღამოს უნდა განხილულიყო, თუმცა, მისი გადაწევა თავად სპორტსმენმა ითხოვა.

სხვა სტატიები