Belive

"არ აქვს მნიშვნელობა მიწაზე თუ დგომში, ჩემს მოწინააღმდეგეს გავთიშავ" - ალექსანდრე თოფურია

2 კვირის წინ სხვა
1 წთ

ალექსანდრე თოფურია მომავალი ბრძოლისთვის ემზადება. ქართველი UFC-ში თავის მეორე ჩხუბს გამართავს. ოქტაგონზე გამოსვლამდე ერთი დღით ადრე ალექსანდრემ მედიასთან ისაუბრა.

ოქტაგონზე გასვლისას ყოველთვის ვცდილობ ჩემი საუკეთესო ფორმა ვაჩვენო. არც ახლა იქნება გამონაკლისი. ვეცდები ჩემი მოწინააღმდეგე გავთიშო, არ აქვს მნიშვნელობა დგომში თუ მიწაზე. ოქტაგონზე გასვლამდე თავში ყოველთვის გიტრიალებს შეკითხვები. მადლობა ღმერთს, რომ ამ შეკითხვებზე პასუხი მაქვს და ჩემი პასუხი ის მძიმე შრომაა, რომელიც მოსამზადებელ პერიოდში ჩავდე. ამ კეპმში ჩემი 100% ჩავდე. - განაცხადა ალექსანდრემ

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრეს მოწინააღმდეგე ყაზახი ბეკჟატ ალმახანი იქნება. მას UFC-ში 2 ჩხუბი აქვს ჩატარებული და აქედან ერთში გაიმარჯვა. რაც შეეხება თოფურიას, მან ერთხელ იჩხუბა და გამარჯვების მოპოვებაც შეძლო. UFC Qatar-ის ღონისძიება 22 ნოემბერს 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები