Belive

"ამ კვირამდე ვიცოდით, რომ ილია თეთრი სახლის ქარდზე არ იქნებოდა" - თოფურიას მენეჯერი

3 საათის წინ სხვა
1 წთ

დანა უაითმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის საღამოზე ერთი ჩხუბი ჩაიშალა და ფანებს ეჭვია ჰქონდათ, რომ ეს ილია-ისლამის ბრძოლა იყო. ილია თოფურიას მენეჯერმა შექმნილ სიტუაციაზე გარკვევით ისაუბრა და დეტალურად აგვიხსნა თუ რა ხდებოდა ჩხუბების ჩანიშვნამდე.

ამ კვირამდე ვიცოდით, რომ ილია თეთრი სახლის ქარდზე არ იქნებოდა. შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თუ ბრძოლა შედგებოდა ისლამს ან გეიჯის უნდა შევბრძოლებოდით. ჩვენ ყოველთვის ისლამთან ჩხუბზე ვიყავით ფოკუსირებულები. როცა დანა ამბობს, რომ ბრძოლაზე საუბარი არც ყოფილა, გულისხმობს რომ შეთანხმება არ შემდგარა.

მთელი ღამის განმავლობაში მოლაპარაკებებში ვიყავი. ჯერ ჰანტერს ვესაუბრებოდი ტელეფონზე, შემდეგ ილიას ვურეკავდი. ყველაფერი რომ მარტივად გაიგოთ, მე ჰანტერს დავურეკე და ვუთხარი: "ილიას ამ ჩხუბში რაიმე სახით გამოყენებას აპირებთ?" თუ ამაზე პასუხი არა იქნება, ილია ესპანეთში წავა და თუ 6 კვირით ადრე დაურეკავთ ჩხუბისთვის, იცით რომ ეს მარტივი მოლაპარაკება არ იქნება.

არ ვიცი ღონისძიებაზე რომელი ჩხუბი ჩავარდა. არ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ისლამი იყო. მახაჩევი ტრავმირებულია, ასე რომ, ეს არ ყოფილა სიტუაცია სადაც ჩხუბი ჩანიშული იყო, ისლამმა ტრავმა მიიღო და გეიჯი საქმეში შემდეგ შემოვიდა. ასეთი შემოთავაზება გვქონდა: თუ შევძელით ისლამის ჩხუბის ჩანიშვნა შეგიძლიათ მას შეებრძოლოთ, თუ არა და შეგიძლიათ გეიჯის შეხვდეთ. ჩვენ რა თქმა უნდა, ორივე ოპონენტზე თანხმობა განვაცხადეთ. - ამბობს მალკი კავა

შეგახსენებთ, რომ ილიას თოფურია თეთრი სახლის ღონისძიების მთავარ ჩხუბს გამართავს. მისი მეტოქე მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი იქნება. ეს ისტორიული საღამო 15 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები