Belive

შონ ო'მალიმ თოფურიასთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა

4 თვის წინ სხვა
1 წთ

სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა. "შუგას" მიერ დაწერილი სტატუსი მიგვანიშნებს, რომ მას უნდა ორმაგი ჩემპიონობა გახდეს, ისევე როგორც მაკგრეგორი. თუმცა, ამ გზის გასავლელად შონს დიდი ალბათობით ილია თოფურიასთან შეტაკება მოუწევს.

როგორც მოგეხსენებათ, ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის ალექს ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. ბევრის აზრით, ქართველი ამ ბრძოლაში ფავორიტია. როგორც ჩანს ასე ფიქრობს ო'მალიც და მასთან ჩხუბისთვის მზად არის.

ილია ჩემი ედი ალვარესია - წერს შონი საკუთარი X-ის გვერდზე

კონორ მაგრეგორი UFC 205-ზე ედი ალვარესის დამარცხებით ორი წონის ჩემპიონი გახდა და სწორედ ამის მინიშნებას ცდილობდა ო'მალი მისი პოსტით.

"შუგას" თოფურიასთან დაპირისპირების სურვილი აქამდეც გამოუთქვამს. ო’მალიმ განაცხადა, რომ ვოლკანოვსკისთან ბრძოლის შანსი არ ხიბლავს, მაგრამ თოფურიას დამაინტრიგებელ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილიას მომავალი ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის ექნება. თოფურია ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და საღამოს მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები