Belive

შონ ო'მალიმ მერაბისკენ ნაბიჯი გადადგა, დვალიშვილმა უპასუხა

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, შონ ო'მალიმ, მერაბთან ბრძოლის სურვილი გამოთქვა, მან პოსტი X-ზე გამოაქვეყნა და თან აღნიშნა, რომ ამ ბრძოლისთვის, შესანიშნავი დრო, 2025 წელია.

შონ ო'მალის პოსტი

ძალიან მალე, მერაბ დვალიშვილმა, სოციალურ ქსელში, პასუხი დააბრუნა. ჩემპიონმა სიტყვა "მერაბი" არასწორად დაწერა, ქართველმა მებრძოლმა, ო'მალის, წარსული გამოცდილება შეახსენა.

7 წელია ველოდები ამ შემოთავაზებას.. მაგრამ მარაბი ვინ არის??? ძმაო.. გადახედე ჩემი სახელის სწორად დაწერის გაკვეთილებს, რომლებიც ჰენრის მივეცი... მერაბ! და თქვენ კიდევ ერთი წელი გჭირდებათ იმისთვის, რომ "მანქანისთვის" მოემზადოთ - წერს დვალიშვილი X-ზე

შონ ო'მალიმ უკანასკნელი ბრძოლა მარლონ (ჩიტო) ვერასთან ჩაატარა, სრული უპირატესობით გაიმარჯვა და საჩემპიონო ქამარი დაიტოვა, მერაბმა კი საკმაოდ მარტივად დაამარცხა ჰენრი სეხუდო და სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ მიიღო პირობა, რომ მომავალი ბრძოლა სატიტულო იქნებოდა.

ო'მალიმ, ჩიტოს დამარცხების შემდეგ, ილია თოფურია გამოიწვია და ამ დრომდე, მერაბის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბრისგან თავს იკავებდა.

სხვა სტატიები