Belive

"შემდეგი აუცილებლად მერაბი იქნება" - შონ ო'მალი

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 299-ზე შონ ო'მალიმ სტრაიკინგის მასტერკლასი შემოგვთავაზა. სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა "ჩიტო" ვერა 5 რაუნდის განმავლობაში სცემა და ჩემპიონის ქამარიც ღირსეულად დაიცვა. არც ისე ღირსეული იყო მისი ბრძოლის შემდგომი განცხადება, სადაც დვალიშვილის ნაცვლად თოფურია გამოიწვია.

სეხუდოსთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, დანა უაითმა დაამტკიცა, რომ ქართველი "მანქანა" საჩემპიონო ბრძოლას აუცილებლად მიიღებდა. სამწუხაროა, რომ ჩემპიონი ო'მალი დაზუსტებულ პასუხს არ იძლევა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, "შუგამ" მაიკლ ბისპინგთან ინტერვიუში ისაუბრა.

მერაბის გაბრაზება ძალიან ადვილია. მას პატარა კაცის სინდრომი აქვს და ამავდროულად ძალიან მახინჯია. შემდეგი აუცილებლად მერაბი იქნება. ილიასთან დაპირისპირება პოტენციური დიდი ბრძოლაა. მეც და ილიაც თუ მოგებებს გავაგრძელებთ წლის ბოლოს ჩვენი შეხვედრა აუცილებლად გაიმართება. ბევრი ამბობს, რომ მერაბს გავურბივარ და მასთან ბრძოლა თავს ვარიდებ. ეს ასე არ არის. უბრალოდ, მასთან ჩხუბს სერიოზულად არ აღვიქვამ. ილიასთან ბრძოლა ნამდვლად საშიშია. მერაბიც საშიშია, მას 5-რაუნდიანი კარდიო აქვს, მისი გამძლეობა არ იკლებს, სულ წინ იმოძრავებს მაგრამ, მე ასეთი ბიჭები გათიშული მყავს. - განაცხადა შონ ო'მალიმ

ჯერჯერობით არ ვიცით შედგება თუ არა მერაბისა და ო'მალის შორის დაპირისპირება. თუმცა, ბუკმეიკერებმა კოეფიციენტები უკვე გამოთვალეს. თუ "მანქანისა" და "შუგას" ბრძოლა შედგება, ქართველი ფავორიტი იქნება.

სხვა სტატიები