Belive

"გპირდებით, რომ 100%-ით უფრო ძლიერი დავბრუნდები" - მერაბ დვალიშვილი

3 დღის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილი UFC 323-ის საჩემპიონო ბრძოლაში პიოტრ იანთან დამარცხდა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დათმო.

მარცხის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რითაც მადლობა გადაუხადა თავის გულშემატკივრებს, ქვეყანას და ყველა იმ ადამიანს ვინც ამ ხნის განმავლობაში მას გვერდით ედგა.

ამ წერილით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და ჩემს ქვეყანას სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის. იქნება ეს გამარჯვება თუ მარცხი, ყოველთვის ჩემს გვერდით ხართ და ამით ძალიან მადლიერი ვარ! ბოდიშს გიხდით წაგებისთვის და იმედგაცრუებისთვის, მაგრამ იცოდეთ, რომ 100%-ით უფრო ძლიერი დავბრუნდები, გპირდებით, რომ ომით დავიბრუნებ იმას, რაც ჩემია!

ყველას წინაშე ვაცხადებ, ვინც შეშფოთებას გამოთქვამს, რომ მხოლოდ რამდენიმე ნაკერი დამჭირდა. ვეცდები, რომ ყველა შეტყობინებას ვუპასუხო, მაგრამ გთხოვთ თუ პასუხს ვერ დაგიბრუნებთ ჩემგან ცუდად ნუ მიიღებთ. თქვენი შეტყობინებები ძალიან მნიშვნელოვანია და ვაფასებ.

გასული შაბათი ჩემი საღამო არ იყო. იანი უკეთესი იყო, ვულოცავ მას და მის გუნდს გამარჯვებას. ძალიან მალე დავუბრუნდები ამ ყველაფერს და იმედი მაქვს, რაც შიძლება მალე რემატჩი ჩატარდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას - მალე შევხვდებით. - მერაბ დვალიშვილი

შეგახსენებთ, რომ სუპერმსუბუქი წონის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლს ძალიან ცოტა დააკლდა ისტორიის დაწერასთან და 1 კალენდარულ წელში, ჩემპიონის ქამრის ოთხჯერ დაცვასთან, მაგრამ დღეს იანი უკეთესი იყო და მერაბის ფენომენალური სვლაც დროებით შეჩერდა.

მერაბ დვალიშვილს სუპერმსუბუქ წონაში ზედიზედ 14-ბრძოლიანი მოგებათა სერია ჰქონდა. დვალიშვილმა სხვადასხვა ეტაპზე, წონის 5 ჩემპიონი დაამარცხა და 2025 წელს 4 სატიტულო ბრძოლა გამართა

სხვა სტატიები