Belive

შემადგენლობები ცნობილია | ძიუდოს ვარსკვლავები, რომლებსაც აბუ დაბის გრანდ სლემზე ვიხილავთ

1 კვირის წინ სხვა
3 წთ

2025 წლის ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრი აბუ დაბის გრანდ სლემია, შემდეგ კი IJF ტური ტოკიოს გრანდ სლემით დაიხურება.

აბუ დაბის გრანდ სლემი 28-30 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ქართველები აბუ დაბიში 8 ძიუდოისტით იასპარეზებენ.

შეჯიბრამდე 2 დღით ადრე, ცნობილია ყველა ნაკრების შემადგენლობა, რომლებიც აბუ დაბიში უმაღლესი სინჯისთვის იბრძოლებს - გთავაზობთ ძიუდოს ვარსკვლავების სიას, რომლებსაც აბუ დაბიში ვიხილავთ.

საქართველო

რა თქმა უნდა, დავიწყოთ ქართველი და ძალიან გამოცდილი/წარმატებული ძიუდოისტებით, რომლებსაც აბუ დაბიში ვიხილავთ.

  • გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი

  • ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) - მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი

  • ლაშა ბექაური (90 კგ) - 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი.

აზერბაიჯანი

  • ჰიდაიატ ჰეიდაროვი (73 კგ) - მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი

  • უშანგი კოკაური (+100 კგ) - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი

ბრაზილია

  • რაფაელა სილვა (57 კგ) - ოლიმპიური და 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი

კუბა

  • ენდი გრანდა (+100 კგ) - მსოფლიო ჩემპიონი

ფინეთი

  • მარტტი პუუმალაინენი (+100 კგ) - ევროპის ჩემპიონი

საფრანგეთი

  • ჟოან ბენჟამინ-გაბა (73 კგ) - ოლიმპიური ვერცხლი, მსოფლიო ჩემპიონი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია

  • არმან ადამიანი (100 კგ) - მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ევროპული თამაშების გამარჯვებული

  • ტამერლან ბაშაევი (+100 კგ) - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი

იტალია

  • ოდეტე გიუფრიდა (52 კგ) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ვიცე-ოლიმპიური ჩემპიონი

  • ალიჩე ბელანდი (78 კგ) - ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი

კოსოვო

  • დისტრია კრასნიქი (52 კგ) - ოლიმპიური და 3-გზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი

მოლდოვა

  • დენის ვიერუ (66 კგ) - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი

სერბეთი

  • ნემანია მაიდოვი (90 კგ) - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი

ესპანეთი

  • ნიკოლოზ შერაზადიშვილი (100 კგ) - 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის 3-გზის ბრინჯაოს პრიზიორი

შვეიცარია

  • ნილს სტამპი (73 კგ) - მსოფლიო ჩემპიონი, IJF ტურის 5-გზის გამარჯვებული

თურქეთი

  • ვედატ ალბაირაქი (81 კგ) - 2-გზის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი

უზბეკეთი

  • მუზაფარბეკ ტურობოიევი - მსოფლიო ჩემპიონი, 2-გზის აზიის კონტინენტის ჩემპიონი, ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი.

სხვა სტატიები